დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

უცხოური პრესა - სომხეთი ბრიყვულად მოიქცა, როცა საქართველოსთან და ირანთან ურთიერთობა გაიფუჭა 01.12.2020 15:34

აზერბაიჯანულ-რუსულმა გამოცემამ - „ინტერფაქს-აზერბაიჯანმა“ («Интерфакс-Азербайджан») გამოაქვეყნა ინტერვიუ რუს ისტორიკოსთან და ჟურნალისტთან მაქსიმ არტემიევთან, რომელშიც იგი სომხეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ საუბრობს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებითაც.


გთავაზობთ ამონარიდებს:


„მთიანი ყარაბაღის ომის შედეგები კანონზომიერია. სომხეთი სამხრეთ კავკასიის ყველაზე პატარა რესპუბლიკაა, რომელსაც ყველაზე ნაკლები რესურსები აქვს. ერევანმა შეცდომა დაუშვა, რომ ეგონა, თითქოსდა აზერბაიჯანზე გაიმარჯვებდა, რომელსაც ნავთობის და გაზის რესურსები აქვს და მოკავშირედ თურქეთი ჰყავს.


სომხეთი ბრიყვულად მოიქცა, როცა ურთიერთობა გაიფუჭა საქართველოსთან და ირანთან. ანუ ერევანს პრობლემები აქვს ოთხივე მეზობელთან... და ასეთ პირობებსში სომხეთი გამარჯვებდა? ეს ხომ არარეალური და შეუძლებელია“.


სომხები სიტუაციას არ ააანალიზებენ, ისინი წარსულში არიან ჩარჩენილნი, არ აქვთ კრიტიკული მიდგომა საკუტარ მოქმედებასთან. ისინი რაღაც მითებში, ფანტაზიებში და ილუზიების ტყვეობაში არიან. ვიღაცის იმედი აქვთ, რომელიც მოვა და უშველის. სომხებს ჩანერგილი აქვთ „მიაცუმის“ (სომხებით დასახლებული ტერიტორიის) მიერთების იდეა და არ სურთ მასზე უარის თქმა. ისინი ფიქრობენ, რომ მათ წინაშე ყველა დამნაშავეა, „მიაცუმი“ კი სწორი მიზანია.


„ის, რომ სომხები მთიან ყარაბაღში ცხოვრობენ, არ ნიშნავს იმას, რომ მათ აზერბაიჯანის გამოყოფის საკითხი უნდა დაესვათ: საქართველოშიც არის ახალქალაქის რეგიონი, მოსახლეობის უმრავლესობა სომეხია, მაგრამ მათ არავითარი ავტონომია არ აქვთ. გამოდის, რომ მათაც უნდა იბრძოლონ ავტონომიისათვის? სომხებს აქვთ საკუთარი სახელმწიფო. ესე იგი, ისე გამოდის, რომ ისინი თავიანთი სახელმწიფოს გასაფართოებლად იბრძვიან. მაგრამ რატომ? რის საფუძველზე? რატომ არ ფიქრობენ იმას, რომ მსგავსი იდეები კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანს თვით სომხებს?“.


წყარო: http://interfax.az/view/821006

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ