დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

არმაზ ახვლედიანი: ივანიშვილის კლანი კვლავაც აპირებს ქვეყნის მიტაცებას, ბიზნესის დატერორებას 01.12.2020 17:10

„ევროპული საქართველოს“ წევრი არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ საზოგადოების უმძიმესი სოციალური ფონი და კრიზისი, პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც შეიქმნა „ქართული ოცნების“ უთავბოლო დანაშაულებრივი მმართველობის შედეგად.

 

როგორც არმაზ ახვლედიანმა „ჯორჯიან თაიმსთან“ განაცხადა, ვერც უმძიმესი სოციალური პრობლემები, ვერც ხალხის გაღატაკება, ვერც სხვა არსებითი საკითხი საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის, ვერ გადაიჭრება, ვიდრე არ მოგვარდება უმთავრესი საკითხი. ეს კი საზოგადოების თავისუფალი ნებით ხელისუფლების შეცვლაა.

 

„დღეს, არჩვენების გზით, ხელისუფლების არჩევის უფლება წართმეული გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის კლანი კვლავაც აპირებს ქვეყნის მიტაცებას, ბიზნესის დატერორებას, ბიუჯეტის ყველა სახელმწიფო რესურსის სათავისოდ გამოყენებას, მისი გეგმით მომდევნო არჩევნების კვლავ მიტაცებას. ვინ უნდა შეეგუოს ამას? ვფიქრობ, არცერთი თავმოყვარე მოქალაქე ამ უმსგავსობას არ შეეგუება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა კონსტიტუციის ფარგლებში. მესმის, რომ კოვიდ ფონი ამას ართულებს, მაგრამ პროტესტი არ შეწყდება.

 

მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ კარგად უნდა გაიაზრონ, რომ მათ ამ უმსგავსო საქციელის გამო, ქართველ ხალხთან ერთად სულ მალე დასავლეთიც აქცევს ზურგს.

 

„თანდათან სრულად შიშვლდება „ქართული ოცნების“ რეალური სახე, რომელიც შესაძლოა ვინმემ არ იცოდეს დასავლეთში და ეს სახე არის არსებითად ავტორიტარული, მიდრეკილი ტოტალიტარული მმართველობისკენ. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ახლა მანიპულირებს კოვიდ ფონით და მას სურს, ამ შეზღუდვებით აგვიკრძალოს ყველაფერი. ეს, მას არ გამოუვა, იმიტომ, რომ ის, დღეს ჩვენს უფლებებს უბრალოდ კი არ თელავს ფეხქვეშ, არამედ უკლავს საკონსტიტუციო უფლებას მომავალ თაობას საქართველოში. ამას ჩვენ ივანიშვილს არ დავანებებთ,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა „ჯორჯიან თაიმსთან“

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ