დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ბუკინჰემის სასახლიდან 135 000 დოლარის ღირებულების ნივთები მოიპარეს 01.12.2020 17:19

37 წლის ადამო კანტომ, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში ბუკინგემის სასახლეში მუშაობდა, ლონდონში გამართულ სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ მან ბრიტანეთის დედოფლის რეზიდენციიდან ძვირფასეულობა მოიპარა.

 

2019 წლის 11 ნოემბრიდან 2020 წლის 7 აგვისტომდე მამაკაცმა მოიპარა პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ოფიციალური პორტრეტი მათი ავტოგრაფებით, პრინც ჰარის პორტრეტი, ალბომი სამეფო ბანკეტის ფოტოებით, სადაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პატივსაცემად გაიმართა და კიდევ მრავალი ნივთი. მოპარული ნივთები მამაკაცმა eBay-ის ონლაინ აუქციონზე განათავსა.

 

ცნობილია, რომ საერთო ჯამში, ბუკინგემის სასახლიდან 77 ნივთია მოპარული. აუქციონში კი მან 37 განათავსა. მამაკაცის მიერ მოპარული 77 ნივთის საერთო ღირებულება 135 000 აშშ დოლარს აღწევს.

 

ამჟამად ეჭვმიტანილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა მას პატიმრობა ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ავტორ(ებ)ი : BBC

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ