დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

აზერბაიჯანმა საქართველოს 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი მიაწოდა 01.12.2020 17:26

საქართველომ აზერბაიჯანიდან 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი შემოიტანა. 

 

”აზერბაიჯანის ხელისუფლების დახმარებით, საქართველოსთვის ოპერატიულად მოხდა თხევადი სამედიცინო ჟანგბადის საჭირო რაოდენობით მიწოდება. აზერბაიჯანულმა მხარემ ასევე პირობა დადო, რომ ქვეყანაში სამედიცინო ჟანგბადს მიაწვდის იმ კლინიკებსაც, რომლებიც საქართველოში კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ,” - განაცხადა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა, ზურაბ პატარიძემ. 

 

ელჩმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ