დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ლევან იოსელიანი - ,,მოლაპარაკება, შესაძლოა, მესამე რაუნდის შემდეგაც გაგრძელდეს'' 01.12.2020 17:38

პარტია "მოქალაქეების" წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება, შესაძლოა, მესამე რაუნდის შემდეგაც გაგრძელდეს.

 

" მესამე რაუნდი პანაცეა არ არის, შეიძლება მეოთხე რაუნდი მოყვეს. მთავარია, რომ ოპოზიცია რადგან ზის მოლაპარაკების მაგიდასთან, ე.ი. არსებობს რესურსი მოლაპარაკების და ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს და მოვიდეს ისეთი წინადადებით, რომელიც არ იქნება ოპოზიციისთვის დაცინვა და რომელსაც ოპოზიცია მიიღებს სერიოზულად და დაიწყებს ამის განხილვას.

 

რაც შეეხება, კონკრეტულ წინადადებებს - ჩემთვის, პირადად, შემოთავაზება, რომელიც დამარწმუნებს, რომ ამ ქვეყანაში აღარ და ვეღარ გაყალბდება არჩევნები, თუ დავრწმუნდები, რომ ყველა სხვა არჩევნებს ექნება აზრი ამ ქვეყანაში და აღარ იქნება კითხვის ნიშნები, მზად ვარ, ყველა დეტალი მათთან ერთად განვიხილო და მივიღო მონაწილეობა ამ ყველაფერში,"-განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

 

პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები "ქართულ ოცნებასთან", რომელშიც ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებიც არიან ჩართულები. მოლაპარაკების ორი რაუნდი უკვე შედგა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ