ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში გუგუციძეების ოჯახი დააყაჩაღეს. მძარცველებმა ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ოჯახის ორ წევრებს, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. როგორც ერთ-ერთი დაშავებული აცხადებს, ყაჩაღები ღამით ფანჯრიდან შეიპარნენ და მათ თანხა მოსთხოვეს. უარის შემდეგ ერთ-ერთ წევრს "კონდახი" რამდენჯერმე ჩაარტყეს. ექიმის ინფორმაციით, 80 წლამდე მამაკაცს სისხლჩაქცევები აქვს და თუ მდგომარეობა დამძიმდება, ოპერაცია დასჭირდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge