დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ტრეფიკინგი საკუთარი შვილებით - მამაკაცს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება 01.12.2020 23:13

საკუთარი შვილებით ტრეფიკინგი - გავრცელებულ აუდიოჩანაწერში კარგად ისმის, რომ 10 და 12 წლის გოგონებს მშობელი მოწყალების მოთხოვნას, ფულის შეგროვებას და თანხის მისთვის მიტანას აიძულებდა. 38 წლის მამაკაცი პოლიციამ 2 დღის წინ დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მამა შვილებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ხშირად ძალადობდა. თავად ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ მუშაობდა და თავს ბავშვების მიერ მათხოვრობით მოგროვილი თანხით ირჩენდა. დაკავებული მამაკაცი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, მას უკვე შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. 

 

საქმეზე გამოძიება არასრულწლოვნების ტრეფიკინგის მუხლით არის დაწყებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 38 წლის მამაკაცს საკუთარ შვილებზე ძალადობისთვის 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ