დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ვის და როგორ შეუძლია სესხების გადავადებით სარგებლობა 02.12.2020 10:02

წინა “ლოქდაუნის” მსგავსად ფინანსური დახმარება შესთავაზა - 200-200 ლარი 6 თვის განმავლობაში დაქირავებით დასაქმებულებისთვის და ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულებისთვის, რომელთა საქმიანობის სფეროც შეიზღუდა. ამას გარდა, მთავრობის შუამდგომლობით ადამიანებს, რომელთა საქმიანობა იზღუდება დეკემბერი-იანვრის განმავლობაში, საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ.

ამისთვის კი კონკრეტული პროცედურების გავლაა საჭირო - პირველ რიგში, მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ სამთავრობო პორტალზე - http://compensation.moh.gov.ge/  (პორტალი უახლოეს დღეებში უნდა განახლდეს და ხელახლა დაიწყოს მოქალაქეების განაცხადების მიღება). ამ ბაზაში მოხვედრის შემდეგ მათ შეუძლიათ, ინდივიდუალურად მიმართონ ბანკებს და სთხოვონ სესხების რესტრუქტურიზაცია.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ განაცხადების განხილვა ასევე ინდივიდუალურად მოხდება და ძირითად შემთხვევაში მოქალაქეებს სესხების 3-თვიან რესტრუქტურიზაციას შესთავაზებენ.

ალეკო ძნელაძის თქმითვე, განაცხადების მიღება ბანკებში 24 დეკემბერს უნდა დასრულდეს, თუმცა, საფინანსო დაწესებულებები, დიდი ალბათობით, ვადის ამოწურვას არ დაელოდებიან და სესხების რესტრუქტურიზაცია პარალელურ რეჟიმში მოხდება.

მიმდინარე წელს სესხების გადავადება მოქალაქეებისთვის 2-ჯერ მოხდა 3-3-თვის განმავლობაში მოხდა. ასევე განხორციელდა ბიზნესისთვის სესხების რესტრუქტურიზაცია. ძნელაძის ინფორმაციით, პირველად, სესხების ავტომატურად გადავადების პერიოდში, სულ 2 მილიონზე მეტი სესხი გადავადდა, მეორე ჯერზე 700 ათასი, ახლა კი საბანკო სექტორის მოლოდინია, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება და სესხების რესტრუქტურიზაციით შედარებით ნაკლები ადამიანი ისარგებლებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ