დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

დავით ზალკალიანი, რომელიც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს, დღეს მინისტერიალზე სიტყვით გამოვა 02.12.2020 10:20

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს, დღეს მინისტერიალზე სიტყვით გამოვა. მინისტერიალი ვიდეო კონფერენციის ფორმატში იმართება.საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაში პოლონელ კოლეგასთან ერთად ჩაერთვება.

 

მინისტერიალის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და საქართველოს ნატო-ში გაწვერიანების  ხელშეწყობისკენ მიმართული სამომავლო აქტივობები, მათ შორის საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის არსებული ინსტრუმენტების, იგივეარსებით ღონისძიებათა პაკეტისგანახლების პროცესი, რაზეც ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა აქტიური მუშაობანატო- საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნება რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მათ შორის გლობალური პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებული ღონისძიებები, შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველო-ნატოს თანამშრომლობა, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში ნატო- მისიებში მონაწილეობის გზით.



ნატო- წევრი ქვეყნების მაღალი დონის შეხვედრებში, ასპირანტი საქართველოს მონაწილეობის რეგულარული ხასიათი ხაზს უსვამს ალიანსისთვის საქართველოს, როგორც სტაბილური და სანდო მოკავშირის მნიშვნელობას და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის მორიგ დემონსტრირებას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ