დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ნათია თურნავა - დაპირებები შესრულებული გვაქვს და ასახულია ბიუჯეტის პროექტში 02.12.2020 10:35

მთავრობამ მომავალი წლის ბიუჯეტის დაკორექტირებული პროექტი პარლამენტში დააბრუნა. 2021 წელს თითქმის 18.4 მილიარდი ლარის ათვისება იგეგმება. აქედან 1.4 მილიარდი ანტიკრიზისული ეკონომიკური მხარდაჭერისთვის არის გათვალისწინებული.

 

"მიუხედავად პანდემიისა, რესურსების უდიდესი დანახარჯისა, რასაც პანდემიასთან ბრძოლა საჭიროებს, ჩვენ ვალდებულებები და დაპირებები შესრულებული გვაქვს და ასახულია ბიუჯეტის პროექტში," - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

 

პროექტში ჩადებულია ასევე 1 იანვრიდან პენსიების მომატება და სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის 100 ლარით ზრდა. დამატებით 60 მილიონია გამოყოფილი პოლიციისა და ჯარის გაზრდილი ხელფასებისთვის.

 

გარდა ამისა პროექტის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს საგარეო ვალი 5 მილიარდზე მეტით გაიზრდება. მთავარი ფინანსური დოკუმენტი წლის ბოლომდე დამტკიცებული უნდა იყოს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ