დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა და 4 061 გამოჯანმრთელდა 02.12.2020 11:03

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით სულ 1 342 ადამიანი გარდაიცვალა.

 

“სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 342 გარდაცვალების შემთხვევა, რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი  4 061-ს შეადგენს“,-განაცხადა სიჭინავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ