დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

კახა კალაძე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ქალაქში გაკრული საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნან 02.12.2020 11:30

 

თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ქალაქში გაკრული საარჩევნო პლაკატები და სხვა სააგიტაციო მასალა არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში ჩამოხსნან. ამის შესახებ მან თბილისის დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, სააგიტაციო მასალის დატოვების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარი იქნება.

 

საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალური გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. მინდა ვთხოვო ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეს სააგიტაციო მასალები ჩამოხსნილი იყოს და ყველაფერი მოვაწესრიგოთ. მნიშვნელოვანია, ეს მასალები არ დავტოვოთ გაკრული კედლებზე, ღობეებზე იმიტომ, რომ ვიზულურადაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის. დიდი იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და იმოქმედებს ისე, რომ ეს პლაკატები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში იყო გაკრული, ჩამოვხსნათ, წინააღმდეგ შემთხევვაში საჯარიმო სანქცია იქნება 1000 ლარი. მინდა მუნიციპალურ ინსპექციას დავავალო, ყურადღებით იყოს. არავის აქვს სურვილი, ვინმე დავაჯარიმოთ, მაგრამ მინდა მოვუწოდო ყველას და ვთხოვო, როდესაც საბოლოო შედეგები იქნება გამოქვეყნებული, 15 დღის ვადაში ყველაფერი იყოს მოწესრიგებული“, - განაცხადა კალაძემ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ