დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა 02.12.2020 12:29

შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სიჭინავას თქმით, სამუშაო ჯგუფის მიზანია ქვეყანა მომზადებული შეხვდეს კორონავირუსის ვაქცინაციისს პროცესის დაწყებას.

 

„შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის, რაც გულისხმობს ვაქცინაციის დროულ შემოტანას და ყველანაირი წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას ქვეყნის მაშტაბით, როგორც ინფრასტრუქტურული ისე ლოჯისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციისს პროცესის დაწყებას“,-განაცხადა სიჭინავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ