დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

შოთა ბურჯანაძე: მთავრობას ალტერნატიულ ვარიანტს ვთავაზობთ 02.12.2020 13:55

მთავრობას ალტერნატიულ ვარიანტს ვთავაზობთ, მკაცრი რეგულაციების ქვეშ უნდა მოხდეს მოდელირების შესაძლებლობა, - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ განაცხადა.

 

მისი თქმით,  არანაირი გამართლება არ აქვს იმ გადაწყვეტილებას, როდესაც ერთი ხელის მოსმით 250 000 ადამიანს უმუშევრად ტოვებ.

 

"ამ საკითხზე ვმუშაობთ, გვინდა, რომ ჩვენი ვარიანტები შევთავაზოთ მთავრობას. აქ საუბარი ხომ არაა ვინ მოერევა. უნდა მოხდეს საუბარი კონსტრუქციულ რეჟიმში, უნდა აიწონ-დაიწონოს ფასეულობები, რომელზეც ვსაუბრობთ. აქ ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი. იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ შეზღუდვებით ზარალდებიან და ხშირ შემთხვევაში ლეტალური შედეგი აქვთ. ადამიანები უსახსრობის გამო ზარალდებიან. სწორედ ამიტომ ალტერნატიულ ვარიანტს ვთავაზობთ მთავრობას, მკაცრი რეგულაციების ქვეშ უნდა მოხდეს მოდელირების შესაძლებლობა.

 

დღესდღეობით შრომის ინსპექცია მკაცრი რეგულაციებით აკვირდება სასურსათო მაღაზიებს და ისე მუშაობენ.  ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში კონსულტაციები გვაქვს და მთავრობას ვთავაზობთ, თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ სიტუაცია. არანაირი გამართლება არ აქვს იმ გადაწყვეტილებას, როდესაც ერთი ხელის მოსმით 250 000 ადამიანს უმუშევრად ტოვებ. ამას მოჰყვება ეკონომიკისა და ბიზნესის ჩამოშლა, ჯაჭვურ რეაქციაში შედის. ტიკარაძემ კი ვერ მოახერხა, ამ 6 თვის განმავლობაში, მოეწესრიგებინა სისტემა, ისე რომ პატარა წნეხისთვის გაეძლო. დღეს კი ამხელა რისკის ქვეშ ვართ ყველა. ნამდვილად უმსგავსობა და უპასუხისმგებლობა.

 

სამომავლოდ შესაძლოა დავითვალოთ ვირუსისგან გარდაცვლილები, მაგრამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სოციალურად დაუცველი გახდება და ეს უფრო უარესი იქნება ქვეყნისთვის, “-განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“.

 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ ბიზნეს სექტორს, რაიმე დამატებით კითხვები აქვთ, ჯანდაცვის სამინისტრო ეკონომიკურ გუნდთან ერთად მათ შეხვდება, თუმცა, შეზღუდვების გადახედვა არ მოხდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ