დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

​„ძალიან ვწუხვარ კობას გარდაცვალების გამო!ის ჩემთვის განსაკუთრებული წესიერებისა და პატიოსნების მქონე პიროვნებას წარმოადგენდა“ 02.12.2020 20:12

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწუხარებას გამოთქვამს კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო:

 

​„ძალიან ვწუხვარ კობას გარდაცვალების გამო! ეს არის ადამიანი, რომელსაც კარგად ვიცნობდი და რომელიც ჩემთვის განსაკუთრებული წესიერებისა და პატიოსნების მქონე პიროვნებას წარმოადგენდა, რაც პოლიტიკაში არც ისე ხშირია. ვუსამძიმრებ ქართულ საზოგადოებას, მეგობრებს და ოჯახის წევრებს და ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქში“.

 

ქართველი პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი დღეს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ