თბილისის მეტროს მემანქანე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერმა ჟურნალისტებთან დაადასტურა. მემანქანე ინსტრუქტორს კორონავირუსი 20 ნოემბერს დაუდასტურდა. „მემანქანე-ინსტრუქტორი დეპო „გლდანში“ მუშაობდა. 17 ნოემბერს სიცხე ჰქონდა და თვითიზოლაციაში გადავიდა. 20 ნოემბერს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი და დაუდასტურდა კორონავირუსი. სამწუხაროდ, დღეს გარდაიცვალა“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge