დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„2008 წელს, რომ შეერთებული შტატები უფრო მკაცრი ყოფილიყო მოსკოვის მიმართ, ჩვენ ეხლა არ ვისაუბრებდით ყირიმის ანექსიაზე“ 02.12.2020 20:57

ჯო ბაიდენის ინტერესებიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ შეერთებული შტატები იქნება უფრო ღია ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების იდეისადმი და ორი ყველაზე ხშირად ხსენებული და აშკარა კანდიდატები ამ თვალსაზრისით არიან საქართველო და უკრაინა, რომელთა ნატოში გაწევრიანებაც მათთვის ბევრ რამეს შეცვლის,- ამის შესახებ პოლ გობლიმ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის სპეციალურმა მრჩეველმა „ქრონიკის“ ვაშინგტონის ბიუროსთან განაცხადა. მისი თქმით, ეს ასევე გარდაქმნის ალიანსს მეტწილად უფრო პოლიტიკურ ორგანიზაციად და ხელს შეუწყობს მრავალმხრივ თანამშრომლობას, რაც იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის ნიშან-თვისება.

 

„რუსეთის მიერ, საერთაშორისო თამაშის წესების დარღვევამ საქართველოსა და უკრაინაში, გამოიწვია ამ წესების კიდევ ერთხელ დარღვევა მოსკოვის მიერ უკვე სხვა ადგილებში. 2008 წელს, რომ შეერთებული შტატები უფრო მკაცრი ყოფილიყო მოსკოვის მიმართ, ჩვენ ეხლა არ ვისაუბრებდით ყირიმის ანექსიაზე ან დონბასის მიმდინარე კონფლიქტზე. თუკი იკითხავთ მიაღწია თუ არა საქართველომ დიდ საქმეს, მე გიპასუხებთ, რომ დიახ, საქართველომ მიაღწია დიდ საქმეს“, - განაცხადა პოლ გობლმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ