დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„რეჟიმი სახელად „სიკვდილი“ - ჩილეს მაგალითიც აჩვენებს, რომ ადამიანთა მოკვდინების პოლიტიკაზე აგებული ეკონომიკური აღმასვლა, ვერ გამოდგება არგუმენტად“ 02.12.2020 21:18

გოგიტა ცუცქირიძის პოსტი:
კაცობრიობის ისტორიამ არაერთი ეპოქის კაციჭამია მმართველი და რეჟიმი შემოინახა. ნაციონალების 9 წლიანი მართველობის მახასიათებელი ხელწერა, რეჟიმებისათვის დამახასიათებელი სისასტიკით და უნდობლობით გამოირჩეოდა. ადგილზე ლიკვიდაციის გარდა, სხვა არანაკლებ არაადამიუანური ინსტრუმენტებიც უხვად ჰქონდათ. მათ არსენალში არც წამება და არც ფიზიკური დამახინჯება იყო უცხო ხილი. მორალურ ზიანზე არაფერს ვიტყვი. ამ ტიპის ტრამვების შედეგად მრავალი ადამიანი დაამახინჯეს, ნაწილს კი დარჩენილი სიცოცხლის წლები ჯოჯოხეთად უქციეს!
დღეს გარდაცვლილი კობა დავითაშვილი არც პირველი იყო და არც უკანასკნელია, სამწუხაროდ.
გია მაისაშვილიც, შუბლში დამიზნებით ნასროლ მათ მოწამლულ რეზინის ტყვიას ემსხვერპლა საბოლოოდ, როდესაც წლების შემდგომ თავზე უკურნებელი სენი განუვითარდა. ციხეში ნაწამებ და დასახიჩრებულ ადამიანებზე ამჯერად აღარ გავაგრძელებ თხრობას, რადგან შორს წაგვიყვანს... სამწუხაროდ, რადგან მათი მართველობის ხიბლი საზოგადოების ნაწილს კვლავ ნოსტალგიად ექცა, პინოჩეტის მაგალითი მინდა მოვიყვანო, რომელიც სამხედრო გადატრიალების გზით მოვიდა ხელისუფლებაში და ჩილეს მართავდა 1974-1990 წლებში. არაერთი ოფიციალური თუ არაოფიციალური წყარო თუ მოხსენება ამტკიცებს, რომ მისი რეჟიმის განმავლობაში გატარებულმა რეპრესიებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს იყო რეჟიმი რომლის დროსაც ოპოზიციის უამრავი წარმომადგენელი იქნა ნაწამები და დღემდე უზგოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. თუმცა, დღეს ჩილე პინოჩეტის დროს გატარებული ეკონომიკური რეფორმებითაც არის ცნობილი. ჩილე არა თუ სამხრეთ ამერიკაში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, ხოლო გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში ჩილე მსოფლიოს 30 საუკეთესოშია დღესაც. ჩილეს მაგალითიც აჩვენებს, რომ ადამიანთა მოკვდინების პოლიტიკაზე აგებული ეკონომიკური აღმასვლა, ვერ გამოდგება გასამართლებელ არგუმენტად და ვერც საზოგადოების მხრიდან თვალის დახუჭვა გამართლებად.
დღეს ბევრი სამართლიანად მიიჩნევს, რომ საზოგადოების ნაწილის მიერ, რეფორმების არგუმენტაციით რეპრესიებზე და თუნდაც სტუდენტთა მასობრივ მკვლელობებზე თვალის დახუჭვა, დანაშაულებრივი მოქმედების ტოლფასი იყო! რადგან არანაირი რეფორმაცია არ ღირს ადამიანთა სიცოცხლის ფასად!
ისტორიის ვერდიქტი კი ის არის, რომ სიკვდილის ბოლომდე პინოჩეტი ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული მსჯავრდებულის პოზიციიდან პასუხობდა სასამართლოში დასმულ შეკითხვებს და პროტესტის ფონზეც გაასვენეს. ჩილეს მაგალითი, ბევრ რამეში ანალოგიურია ნაციონალების მართველობის დროინდელი დანაშაულობებისა, დღემდე არ წყდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინაარმდეგ განაჩენების გამოტანა მათი მართველობის პერიოდში ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფაზე!
ნაციონალების დანაშაულთა "გამრავებლებსაც" ეხებათ ეს ისტორია და იმ პარტიების ლიდერებსაც მათთან ერთად, რომ სხედან ერთიან "ფანჩატურში" და მიუხედავად მთელი საერთაშორისო მომრიგებელთა არაერთი მოწოდებისა პოლიტიკური დებატები გადაიტანონ პარლამენტში, მაინც აგრძელებენ ბოიკოტირების რეჟიმს! ის ვინც ისტორიას ივიწყებს, ვერც მომავალს ააშენებს! ქართულ საზოგადოებას კი მოეთხოვება მეტი გამოფხიზლება და სირაქლემის პოზიდან თავის დაღწევა, რომ არ განმეორდეს ეს სისხლიანი წარსული და არც ამ მანიაკთა და სიკვდილის ადეფტთა ხელისუფლებაში მოსვლა დაუშვას!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ