დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„საკუთარი ნათელ-მირონის ბრძანებით, შვილის ნათლიამ ჯალათები გაუგზავნა - მას შემდეგ კობა ჯანმრთელი აღარ უნახავთ“ 02.12.2020 21:52

პოლიციის პოლკოვნიკი დავით ქართველიშვილი კობა დავითაშვილს ემოციურ პოსტს უძღვნის:

უშიშროების აკადემიის უმაღლეს კურსებზე ვიყავი მსმენელად 1996 წელს. ვიცოდით, რომ სხვა საგნებთან ერთად "სამართალი" უნდა გაგვევლო. ლექტორი კი არ ჩანდა. გავიდა სექტემბერი, არ ტარდება ლექცია. ოქტომბერმაც თითქმის განვლო და ლექტორიც გამოცხადდა. ბოდიშის მოხდით - ცოლი მოვიყვანეო და საქორწილო მოგზაურობამ დამაყოვნაო ცოტა. ჩემზე ოთხი წლით უმცროსი აღმოჩნდა. ასე გავიცანი 24 წლის კობა დავითაშვილი. მოქმედი ადვოკატის პოზიციებიდან, ის გვიკითხავდა ლექციას უდანაშაულობის პრეზუმპციაზე, სასამართლო შეჯიბრებითობის პრინციპებზე, ჰუმანურობასა და ჰუმანიზმზე. ეროვნული უსაფრთხოების ოფიცრები და ეროვნული პოლიტიკის მომავალი ჯარისკაცი ვავსებდით ერთმანეთს, ვსწავლობდით ერთმანეთისგან. კურსი დასრულდა და ჩვენ დავშორდით...
გავიდა წლები. ჰუმანურობის ხანა ჩაანაცვლა დიქტატმა, ავტორიტარიზმა, სისასტიკემ - რასაც პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნილების ტალღაზე მოსული კობა ვერ შეეგუებოდა. უდანაშაულობის პრეზუმპციის ხანა ჩაანაცვლა დაუსჯელობის პრეზუმპციის პერიოდმა - რასაც კობა შეეწირებოდა და შეეწირა კიდეც. საკუთარი ნათელ/მირონის უზენაესი ბრძანებით, შვილის ნათლიამ თავისი ჯალათები გაუგზავნა დასახიჩრებლად და მათ ცხოველური ზედმიწევნით შეასრულეს დავალება. მას შემდეგ კობა ჯანმრთელი აღარ უნახავთ. დღეს კობა ცათა სასუფეველში ავიდა, დაასვენა უფალმა და ზეციური გვირგვინით დაამშვენა, იმიტომ რომ მართალი კაცი იყო და თავისი ჰუმანური პრინციპების ერთგული. ის არც ამ წუთისოფელში ჩანდა დაჩაგრულ/დაკარგულად და არც ზეციურ საქართველოში დაიკარგება. უფალი გააძლიერებს მის მეუღლეს, შვილებს, ახლობლებს - რამეთუ საამაყო ოჯახი დაუტოვა სამშობლოს. რა ეშველება მის მკვლელებს, ბრძანების გამცემსა და მის ჯალათებს - მათ მიერ ჩამოყალიბებული დაუსჯელობის პრეზუმპციის პირობებში, კვლავ რიტორიკულ კითხვად რჩება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ