დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„ვერანაირი სისტემა, ვერ გაუძლებს იმ რაოდენობით ინფიცირებულებს, რაც დღეს გვყავს - ჩვენი დიდი პრობლემაა პერსონალი, მას ექვს თვეში ვერ გააჩენ“ 02.12.2020 22:53

ჯანდაცვის ექსპერტის, აკაკი ზოიძის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც დაადგენს, იყო თუ არა კორონავირუსის პანდემიის მართვისას სისტემური შეცდომები დაშვებული. ამის შესახებ აკაკი ზოიძემ პალიტრანიუსის ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, სადაც ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილ ეპიდვითარებაზე ისაუბრა. აკაკი ზოიძის თქმით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების „არანორმალურად დიდი ზრდის ტემპი გვაქვს“

 

„ ამ შეცდომების გაანალიზების დროც მოვა იყო, თუ არა. მე თუ მკითხავთ, საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას პარლამენტში, როდესაც დაიწყებს მუშაობას, მერე გაირკვევა იყო თუ არა ეს შეცდომები, მას შემდეგ რაც ხანძარს ჩავაქრობთ. დღეს არის ხანძარი, ვერანაირი სისტემა, რაც არ უნდა კარგად მომზადებული ყოფილიყო, ვერ გაუძლებს იმ რაოდენობით ინფიცირებულებს, რაც დღეს ჩვენ გვყავს, ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს. იმ რაოდენობით ინფიცირებულებს, რომელთა გარკვეული პროცენტი ყოველთვის არის მძიმე, რომელთა გარკვეულ პროცესს ყოველთვის სჭირდება სუნთქვის აპარატი, ექიმის მეთვალყურეობა, და სხვა რამ და ეს პროცენტი დამოკიდებულია მთლიანად ინფიცირებულებზე. დღეს რა რაოდენობაც გვაქვს, ამას ვერანაირი სისტემა ვერ გაუძლებს. ჩვენ რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში 3-5 საავადმყოფო აგვეშენებინა 500-საწოლიანი, ექიმები არ ვიცი, საიდან უნდა მოგვეყვანა, რეანიმატოლოგები, რომელიც სულ 500 გვყავდა იქიდან 200 არის რეალურად ის ვისაც ასეთი ტიპის პაციენტებს მართავს“,- განაცხადა მან.

 

 

მისივე თქმით, დღეს მთავარი პრობლემა სამედიცინო პერსონალია. ამასთან აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ არანორმალურად დიდი ზრდის ტემპი გვაქვს, რომელიც განაპირობა პოლიტიკურმა პროცესებმა. „ საველე ჰოსპიტლებზე რომ საუბრობენ დღეს, რომელ საველე ჰოსპიტალზეა საუბარი, ჩვენი დიდი პრობლემაა პერსონალი, პერსონალს 6 თვის განმავლობაში ვერ გააჩენ, გამორიცხულია. ამიტომ იმდენი ავადმყოფი უნდა გყავდეს, რამდენის მართვაც შეგიძლია. აპრილში შეგვეძლო მაქსიმუმ 800 ავადმყოფის მართვა, ვისაც სტაციონარი სჭირდება. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც მივიღეთ იყო ის, რომ არანორმალურად დიდი ზრდის ტემპი გვაქვს, რომელიც განაპირობა პოლიტიკურმა პროცესებმა, აქ საუბარი არ არის აქციებზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ორმა მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა, ამ 2 მილიონ ადამიანს რომ მიეცა ხმა ამისთვის ასიათასობით და ათიათასობით ადამიანი აქტიურად იყო ჩართული პროცესში: წინასაარჩევნო შეხვედრა, სახლში მისვლა, აგიტაცია, შეხვედრები “, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას მიიღებს, თუმცა მისი თქმით, ვაქცინის მიღებამდე საჭიროა შეზღუდვები, რათა ქვეყანა ვაქცინამდე ისე მივიდეს რომ ჯანდაცვის სისტემა „ბოლომდე არ იყოს დაქცეული“. „შეზღუდვები გვჭირდება, რათა ვაქცინამდე მივიდეთ ისე, რომ დაქცეული არ იყოს ბოლომდე ჯანდაცვის სისტემა, ბოლომდე არ ვიყოთ ეკონომიკურად განადგურებულები. არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ ზაფხულამდე რაც იყო იქამდე ავა ციფრები და მხოლოდ იმპორტული შემთხვევა გვექნება“,-აცხადებს ზოიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ