დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„შევზღუდოთ ვირუსის გავრცელება და ყველა ერთად მოვემზადოთ მომავალ წელს ვაქცინაციისთვის“ 02.12.2020 23:40

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ პირველივე დღიდან გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, რაც ორ ძირითად ამოცანას ემსახურება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა საერთოდაც რომ არ მართავდეს არავითარ შემზღუდავ ღონისძიებას თვითონ ვირუსი არის ეკონომიკის მტერი.

 

„პირველი ამოცანა ეს არის პანდემიასთან ბრძოლა და არანაკლები ამოცანაა ეკონომიკის გადარჩენა და მისი შემზადება მომავალი წლის აღდგენის პერიოდისთვის და აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის ოქროს შუალედს მივმართავდით პირველივე დღიდან ამ ანტიპანდემიური ღონისძიებების გატარებისას. ახლა, ამ ეტაპზე, როდესაც მთლიანად მსოფლიო ებრძვის მეორე ტალღას და საქართველო როგორც გლობალური მსოფლიოს ნაწილი, არ არის გამონაკლისი. ჩვენ მაქსიმალურად ვუპირისპირდებით მეორე ტალღას იმისთვის, რომ მეტად ვმართოთ ეპიდემიის გავრცელება. ეს ორი ამოცანა გაერთიანდა, უკვე აღარ დავუპირისპირებდი ერთმანეთს ამ ორ ამოცანას, არამედ ეს არის საერთო ამოცანა მთლიანად. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან და ყველანი ვართ ერთიანი იმ ამოცანაში, რომ პანდემიის დაძლევის გარეშე ეკონომიკის სრულფასოვანი ფუნქციონირება შეუძლებელია და თუკი დღეს რამე აზარალებს ეკონომიკას ეს პირველ რიგში არის პანდემია, ეპიდემიის გავრცელება. მთავრობა საერთოდაც რომ არ მართავდეს არავითარ შემზღუდავ ღონისძიებას თვითონ ვირუსი არის ეკონომიკის მტერი. ყველანი ერთიანი ვართ იმ მოსაზრებაში, რომ ყველა ზომა უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ მეტად შევზღუდოთ ვირუსის გავრცელება და ყველა ერთად მოვემზადოთ მომავალ წელს ვაქცინაციისთვის, აქეთკენ არის მიმართული თუნდაც ბოლო დროის შეზღუდვები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ