დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

გიორგი გახარია - 2021 წლის ბიუჯეტი დაბალანსებულია 03.12.2020 11:22

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფგიორგი გახარიას განცხადებით, პარლამენტისთვის წარდგენილი 2021 წლის ბიუჯეტი არის დაბალანსებული. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, ბიუჯეტის ძირითადი მიზანია პანდემიასთან ბრძოლა, ასევე, მოსახლეობისა და ბიზნესისთვის მიზნობრივი დახმარების გაწევა და პოსტკრიზისული პერიოდისთვის ეკონომიკის მომზადება.

 

„ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც არის უაღესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ 2021 წლის განმავლობაში, ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს იმას თუ ერთი წლის შემდეგ როგორი იქნება ქვეყანა. ბიუჯეტი არის დაბალანსებული, რომლის ძირითადი მიზნებია, პანდემიასთან ბრძოლა, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის, დახმარება ბიზნესისთვის და, რა თქმა უნდა, ეკონომიკის მომზადება პოსტკრიზისული ეკონომკური აღდგენისთვის. ეს არის ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ სავალუტო ფონდთან ერთად ვიმუშავეთ და რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც აუცილებელია კრიზისში, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად“, - განაცხადა გახარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ