დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

პრემიერი - ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ის კანონები და შეზღუდვები, რომელიც უმნიშვნელოვანესია 03.12.2020 12:03

შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე როგორ ვაქცინების შესყიდვაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, კომისიას დაევალება იმ ტექნიკური სამუშაობის ჩატარებაც, რომელიც ვაქცინაციის დასაწყებად არის საჭირო.

 

„მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახლავთ კოვაქს პლატფორმის წევრი ქვეყანა, ჩვენ უკვე გადავიხადეთ გარკვეული თანხები სქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით და ამ უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანა საქართველოში, ასევე ის ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტური ვაქცინაციის დასაწყებად,“- განაცხადა გახარიამ.

 

მისივე თქმით, შეზღუდვების 2-თვიანი პერიოდი და ტესტირებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ვირუსის გავრცელების სისწრაფე.

 

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია 2 თვეში ვირუსის გავრცელების კრიტიკული შემცირება, თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება. ამიტომ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ის კანონები და შეზღუდვები, რომელიც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი, დავიცვათ ჩვენი მოხუცები. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ და არასდროს შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას, თუმცა, ის მოთხოვნები, რომლებსაც დღეს გვიყენებს კანონი, ეპიდემიოლოგები და ექიმები, არ არის ისეთი რთული. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ როგორც ჩვენი გამოხატვის თავისუფლება, ამასთან ერთად დავიცვათ ელემენტარული წესები. არ არის რთული პირბადის ტარება და ეს წესები ეხება ყველას,“ - განაცხადა გახარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ