დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ცესკო ივანიშვილის სანოტარო კანტორად იქცა, რომელიც პირდაპირ ამტკიცებს იმ ციფრებს, რაც ივანიშვილს სურს"-ზაალ უდუმაშვილი 03.12.2020 12:16

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ცესკო ივანიშვილის სანოტარო კანტორად იქცა, რომელიც პირდაპირ ამტკიცებს იმ ციფრებს, რაც ივანიშვილს სურს. ეს კომენტარი უდუმაშვილმა  ცესკოში დღეს დაგეგმილი სხდომასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელზეც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს მიიღებენ. მისივე თქმით,  ოპოზიცია არ აპირებს იმ საპარლამენტო მანდატების აღებას.

 

ბუნებრივია, არ ვაღიარებთ იმ შედეგებს, რომელიც დღეს გასაჯაროვდება. ჩვენ ასევე არ ვაღიარებთ არჩევნების პირველი ტურის შედეგებს. დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეკრებას საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პრაქტიკულად, ცესკო ივანიშვილის სანოტარო კანტორად იქცა, რომელიც პირდაპირ ამტკიცებს იმ ციფრებს, რაც ივანიშვილს სურს. პირველი ტურის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ პრაქტიკულად, ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის არც ერთი საჩივარი არ განხილულა არა მხოლოდ ცესკო- მიერ, არც საოლქო კომისიების დონეზე. ასე, რომ გასაგებია, საითაც მიჰყავს ყველაფერი ცესკო-. მას სურს, საბოლოოდ დაამტკიცოს ის ფიცრები, რაც ივანიშვილს სურს. ცესკომ, როგორც ინსტიტუტმა, აზრი დაკარგა.

 

რა თქმა უნდა, ოპოზიცია არის ერთსულოვანი. ჩვენ არ ვაპირებთ იმ საპარლამენტო მანდატების აღებას, რომელიც ივანიშვილმა გვიწყალობა და თითქოს რაღაც საჩუქრებად დაგვირიგა. ვითხოვთ იმ ხმების დაბრუნებას, რომელიც ივანიშვილმა მოიპარა. ბუნებრივია, ამ პოზიციაზე ვართ 31 ოქტომბრის შემდეგ. ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა და არა მხოლოდ ეს პარტიები, არამედ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია, პირველი სხდომის პარალელურად, რომელიც ჩაინიშნება, ერთობლივ დოკუმენტს გავაფორმებთ “,-განაცხადა უდუმაშვილმა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა უცვლელია. ისინი  ახალი არჩევნების დანიშვნა და ცესკო- ცვლილებას ითხოვენ.

 

ჩვენი მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებაა. შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნებია. ეს როგორი იქნება- ვადამდელი, რიგგარეშე თუ ხელახალი, შეიძლება მსჯელობის საგანი გახდეს, მაგრამ ვამბობთ, რომ მოთხოვნა არ შეიცვლება. ეს მოთხოვნა პირდაპირ გადაბმულია ცესკო- და ზოგადად, საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან, რადგან, თუ ახალი არჩევნები ისევ თამარ ჟვანიამ ჩაატარა, ახალ არჩევნებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. ასე, რომ მხოლოდ თამარ ჟვანიას ცვლილება ცესკო-ში ვითარებას ვერ შეცვლის, ცესკო- დაკომპლექტებისას მთლიანად სისტემა უნდა შეიცვალოს და შემდეგ, ანალოგიური ცვლილებები უნდა განხორციელდეს საოლქო საარჩევნო კომისიების დონეზე“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ