დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯისთან“ შეხვედრა გაიმართება 03.12.2020 12:52

 

 

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის 24 თეთრით ზრდასთან დაკავშირებით მთავრობა „თბილისი ენერჯისთან“ შეხვედრა გაიმართება. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა,  მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი არ გაიზრდება, ხოლო კომერციულ ნაწილში კომპანიისგან მოისმენენ დასაბუთებას, თუ რამდენად აუცილებელია არსებულ ვითარებაში ტარიფის ზრდა.

 

პადნემიიდან გამომდინარე მართლაც არაერთი გამოწვევების წინაშე დადგა ეკონომიკა და ბიზნესი. ენერგეტიკული კომპანიებიც არაა გამონაკლისი და მათ სერიოზული სირთულეები აქვთ, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ მოსახლეობის ნაწილში გაძვირებას არ ველოდებით და ტარიფი გაზზე არ გადაიხედება. რაც შეეხება კომერციულ სექტორს, ეს არაა რეგულირებადი, თუმცა ჩვენ აუცილებლად გვექნება მათთან კომუნიკაცია დაანონსებულ ცვლილებასთან დაკავშირებით.

 

კომპანიას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, თბილისის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ბუნებრივი აირით მომარაგება და აუცილებლად შევხვდებით, დაველაპარაკებით, გავერკვევით რამდენად დასაბუთებულია მათი ეს გეგმები და რამდენად ეყრდნობა რეალურ გარემოებებს, რამდენად ამოწურა კომპანიამ ყველა ის შიდა რესურსი და აუცილებელია ახლა, საკმაოდ რთულ ვითარებაში კომერციული გაზის ფასების გადახედვა“,-განაცხადა მინისტრმა.

 

3 იანვრიდან შპსთბილისი ენერჯისარასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება 24 თეთრით ეზრდებათ და ერთ კუბურ მეტრზე 86 თეთრის ნაცლად, ერთი ლარით და 10 თეთრით განისაზღვრება. კომპანიაში აღნიშნულის მიზეზად ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებენ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ