დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ირაკლი ყიფიანი: ძალოვნებისთვის ხელფასების მომატება მაშინ, როცა ხალხს შია, არასწორია 03.12.2020 13:41

ბიუჯეტში უნდა იყოს ანტიკრიზისული გეგმა, რომლითაც უნდა გადავარჩინოთ ეკონომიკა და ადამიანები არ დავტოვოთ სიღატაკეში, ფაქტობრივად ეს გათავისებული არ არის, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ყიფიანმა "ჯორჯიან თაიმსთან" განაცხადა.

 

მისი თქმით, ბიუჯეტში კრიზისის პერიოდში ხელფასების გაზრდაა ნაჩვენები და ამისთვის დამატებით 60 მილიონი ლარია გაწერილი.

 

"ჩვენი ქვეყანა ხარჯების ეფექტურობით მსოფლიო ბანკებს შორის  70-ე პოზიციაზეა. არაეფექტური მხარჯველები ვართ. ასეთი მთავრობის ხელში სულ რომ იდეალური ბიუჯეტი დადო, მსოფლიო ამბობს - ამის განმხორციელებელი არ ხართო, იმიტომ რომ ფლანგავთო. ბიუჯეტი არის პროექტი, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. 

ძალოვნებისთვის ხელფასი უნდა მოემატებინათ მაშინ, როცა ხალხს შია? ეს თანხა უნდა მიეცათ სოციალურად დაუცველებისთვის, პენსიონერებისთვის. საღი აზრის დონეზე ეს არასწორია,"- აღნიშნა გიორგი ყიფიანმა.

 

როგორც ირაკლი ყიფიანი აცხადებს, საგარეო ვალის გასტუმრებაზე 4 მილიარდამდეა გაწერილი.

 

"ყველაზე დიდი რისკი ის არის, რომ  ქვეყნის ეკონომიკის ნახევარი ვალს წარმოადგენს. ჩვენი ეკონომიკა ბოლო წელია არ იზრდება, ქვეყანა კი გადახდისუნარიანობას კარგავს. ამას კი დეფოლტის კრიზისამდე მივყავართ.

10 წელი რომ საქართველომ ასე იცხოვროს, ეს ნიშნავს, ბავშვი, რომელიც დაიბადა 2030 -ში ისეთივე ღარიბი იქნება, როგორც იყო 2000 წელს იყო. ისეთი მფლანგველი მთავრობა გვყავს, რომ კარგი ბიუჯეტის შემდგენელი ვერ იქნება. თან წელს მთავრობის შენახვა უფრო ძვირი ჯდება ვიდრე წინა წელს,"- განაცხადა ირაკლი ყიფიანმა "ჯორჯიან თაიმსთან".

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ