საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხში, პირველ რიგში, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას და კაბინეტში შესვლას უნდა დაველოდოთ. ვნახოთ როგორ პოლიტიკას გაატარებს ის, - ამის შესახებ, ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა „ჯორჯიან თაიმსს“ განუცხადა .
მისივე თქმით, ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც, ნატოს ყველა ქვეყნის კონსოლიდირება შეუძლია. ის თავადაც ძლიერი უნდა იყოს, რომ ევროპის ქვეყნების კრიტიკას გაუძლოს.
„ევროპაში ყოველთვის იქნებიან ქვეყნები, რომელთაც, ნატოს გაფართოება არ მოესურვებათ. იმედია, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია, ამ მიმართულებით უფრო აქტიური იქნება და მისი ავტორიტეტი აიწევს. აღსანიშნავია, რომ ტრამპის მმართველობის პერიოდში, მისი ავტორიტეტი საკმაოდ დაცემული იყო და არავინ არ მოუსმენდა მას, საქართცველოს ნატო-ში შესვლა ძალიანაც რომც მოენდომებინა“, - აღნიშნავს ექსპერტი.
მისივე თქმით, ახლა უკვე, ნატოს სამიტიც ამტკიცემს იმას, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი ერთ-ერთ პრიორიტეტული ხდება, რაც, ალბათ ნატოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ქვეყნების დამსახურებაცაა.
„ბოლო პერიოდში, ნატოს მეტი ჩართულობა საქართველოში, ამ ქვეყნის მეტად მიბმა, ურთიერთდამოკიდებულება კიდევ უფრო იზრდება და ფუნქციური ნაბიჯები იდგმება მასში გასაწვერიანებლად. სამიტების და მინისტრიალების დროსაც, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი საუბარია. თუმცა, აქ ერთი ფაქტორიცაა, - თუ რადენად კონსოლიდირებული ქვეყანა იქნება საქართველო“, - დასძენს კახა გოგოლაშვილი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge