დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ლევან თარხნიშვილი -,,თუ კი ვინმეს მეამიტურად სჯერა რომ ,,პოსლეზე’’ ოცნება რაიმეს შეცვლის ეს მათი უფლებაა ‘’ 03.12.2020 14:50

ის რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს საბოლოო შედეგს გამოაცხადებს, არაფერი იცვლება , ჩვენ რაიმე სასიკეთო სიახლეს და ცვლილებას არ ველოდებით აცხადებს ,, ჯორჯიან თაიმსთან საუბარში ევროპული საქართველოს ერთ-ერთი  ლევან თარხნიშვილი.

 

,, ჩვენ არც იმის იმედი გვაქვს, რომ მესამე რაუნდი საერთოდ შედგება, პირველ ორ შეხვედრაზეც ,, ოცნებამ’’ ისეთი აბსურდული წინადადებები შემოგვთავაზა, რომ განხილვადაც არ ღირდა. ხმების ხელახალი გადათვლა და პარლამენტში , რეგლამენტის შეცვლის გზით ოპოზიციური ფრთისთვის უფლებების გაზრდა - ეს ხომ არასერიოზულია. ოპოზიციურ სპექტრს აქვს ერთი მოთხოვნა არჩევნების ხელახალი დანიშვნა და საარჩევნო კომისიის თავიდან დაკომპლექტება - აცხადებს თარხნიშვილი

 

მისი თქმით, ამ ეტაპამდე,  ცალკეული განცხადებების მიუხედავად ,  ოპოზიციურ ერთობას საფრთხე არ ემუქრება, მიუხედავად   ბოლო შეხვედრაზეც ყველამ ცალსახად დააფიქსირა პოზიცია, რომ ახალ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემენ.

 

,, ლელოს ოფისში, ბოლო შეხვედრაზეც გამოიკვეთა რომ აზრი არავის შეუცვლია, თუმცა, თუ კი ვინმეს მეამიტურად სჯერა, რომ ოცნების მთავრობა , მაგალითად მართლმსაჯულების რეფორმას განახორციელებს ან რაიმე სხვას ,,ოღონდ ,,პოსლეზე’’ ეს მათი უფლებაა, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით დაშლის არანაირი ნიშანი არ იკვეთება - ამბობს ლევან თარხნიშვილი.

 

რაც შეეხება, საპროტესტო აქციებს, თარხნიშვილის განცხადებით, სხდომის პირველ დღეს ყველა ოპოზიციური პარტია სიებს გამოიწვევს, არ იქნება ქუჩის ფართომასშტაბიანი აქციები, თუმცა გაგრძელდება შეხვედრები ინტერესს ჯგუფებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან.  

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ