დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

გიორგი კანდელაკი: ელჩების მხრიდან "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლა გაიზრდება 03.12.2020 15:08

საქართველოსგან არავინ მოელოდა, რომ არჩევნების მხრივ ასეთი გაყალბება იქნებოდა, -  ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

 

მისი თქმით, მომდევნო 10 დღე საკმაოდ რთული იქნება.

 

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს ისეთი შემთხვევა, როცა ევროკავშირს ან აშშ-ს ელჩს ტაში დაუკრან პარლამენტში არ შესვლის გამო. პარლამენტი დასავლური ცივილიზაციის ფუნდამენტია და იქ არ შესვლის ღიად მხარდაჭერა და ტაშის დაკვრა წარმოუდგენელია. 

 

როგორც კი შედგება ფაქტი ერთპარტიული პარლამენტისა, რა თქმა უნდა, ზეწოლა "ქართულ ოცნებაზე", რომ წამოვიდეს კომპრომისზე გაიზრდება. დასავლური ცივილიზაციიდან გამომდინარე ყველა გვეტყვის, რომ სასამართლოებს მიმართეთ, საჩივრები დაწერეთ, მაგრამ საოლქოებმა არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილეს. ეს ყველაფერი გავაკეთეთ. 

 

გულხელდაკრეფილები არ ვიქნებით. ელჩები ჩვენი ქვეყნის მომავალზე ვერ აიღებენ პასუხისმგებლობას, ეს პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა ავიღოთ, პოლიტიკოსებმა და იმ პარტიებმა, რომლებიც  ერთ მაგიდასთან სხედან, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას.  "ქართული ოცნების" მხარდამჭერები აშკარა უმცირესობაში არიან. არც გვეგონა რომ ელჩები, ჩვენს გადაწყვეტილებას, პარლამენტში არ შესვლის, ტაში შეხვდებოდნენ. 

 

გაყალბებული არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მიცემა, სამომავლოდ არჩევნების იდეის განადგურება იქნება და იმ რწმენის წაშლა, რომ ხელისუფლების არჩევა არჩევნებით შესაძლებელია,"-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ