ოპოზიციური სპექტრის ნაწილი მოლაპარაკების მესამე რაუნდს სკეპტიკურად უყურებს და მით უფრო რაიმე, ხელშესახები გადაწყვეტილების იმედი არ აქვს - ამის შესახებ ,ჯორჯიან თაიმსთან ‘’ საუბარში ევროპული საქართველოს ერთ ერთი ლიდერი ლევან თარხნიშვილი აცხადებს
,, ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს ახალი საარჩევნო კომისიის პირობებში, სხვა შემთხვევაში ოცნება პარლამენტში მარტო აღმოჩნდება. რაც შეეხება, ახალი კომისიის დაკომპლექტებას ეს შესაძლებელია არასამთავრობო ორგანიზაციებით, დროებითი ადმინისტრაციით, ან თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით მოხდეს. თუმცა, როგორც თავად ,, ოცნების'' ლიდერები ამ ეტაპზე, აცხადებენ: ხელახალი არჩევნების და ცსკ-ოს ახალი შემადგენლობის თემა არც განიხილება, ამ შემთხვევაში მესამე რაუნდიც აზრს მოკლებულია'' - აცხადებს თარხნიშვილი
მისი თქმით, მთავარია ოცნებამ გადაწყვეტილება მიიღოს და შემდეგ უკვე შეთანხმების საკითხია რა ფორმით მოხდება ცსკ- ოს დაკომპლექტება. მაგალითად ბოსნია - ჰერცოგოვინაში არჩევნებს ,, ეუთო’’ ატარებს შესაბამისად ასეთი პრაქტიკა არსებობს.
ცნობისთვის: ოპოზიციასა და ,,ქართულ ოცნებას '' შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი, შუამავალი ელჩების თანდასწრებით, უკვე გაიმართა თუმცა, უშედეგოდ. ახლა კი, მესამე რაუნდის ელიან.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge