დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ერთპატრიული პარლამენტი საქართველოს ნატო-ში შესვლას შეაფერხებს 03.12.2020 15:58

ერთპატრიული პარლამენტი საქართველოს ნატო-ში შესვლას შეაფერხებს და ის დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

 

მისისვე თქმით, კრიზისი, რომელიც ერთპარტიული პარლამენტით შეიქმნება, ასევე, ივანიშვილისა და მისი ხელისუფლებისთვის უდიდესი კრიზისი იქნება.

 

როგორც სამადაშვილი აცხადებს, იმისთვის, რომ ჩვენ ნატოში და და ევროკავშირში დავწინაურდეთ, საქართველოს ფუნქციური ინსტიტუციები უნდა ჰქონდეს.

 

ჩემთვის სრულიად მიუღებელია თავდასხმა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე თუ ელჩებზე მათი პოზიციების გამო. ეს პირდაპირ ასხამს წყალსქართული ოცნების" და რუსეთის დღის წესრიგს და ვინც ამას აკეთებს, ის ძალიან სერიოზულად ცდება პოლიტიკურად და არაშორსმჭვრეტელია", - აცხადებს სამადაშვილი.

 

„ოპოზიცია პარლამენტის შიგნით იქნება თუ გარეთ, ამით არაფერი იცვლება, თუ დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა არ მოხდება. ხელისუფლებას მძევლად ჰყავს ადამიანები აყვანილი, რაც კიდევ უფრო მეტ სფრთეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას“, - დასძენს სამადაშვილი.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ