დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

გიგა ბოკერია: ოპოზიციური პარტიების პოზიცია აბსოლუტურად უცვლელია 03.12.2020 16:28

სანამ შიგნით ვსაუბრობდით, გარეთ რაღაც ქარიშხალი დაუყენებია ამ ქალაქის მერად წოდებულ „კლოუნს“, ბატონ კალაძეს. ოპოზიციური პარტიების პოზიცია აბსოლუტურად უცვლელია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის მერის, კახა კალაძის განცადებას.

 

ბოკერიას თქმით, ოპოზიცის მოთხოვნები არის ახალი არჩევნები და ამ ქოლგის ქვეშ ცვლილებების განხორციელება.

 

ბოკერიამ ასევე ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებიც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს.

 

„მაგალითი რომ მოგიყვანოთ, ზედმეტი დეტალების გასაჯაროების გარეშე, დაზუსტდა როგორი უნდა იყოს იმ ტიპის რეგულაციები, რომლებიც იმ მანიპულაციების რისკს არსებითად ამცირებს, რაც ივანიშვილმა ჩაიდინა ამ არჩევნებზე. ამაზე ყოველთვის იყო ხოლმე დისკუსიები. იმ მომენტში, რა მომენტშიც ივანიშვილი და მისი გარემოცვა დათანხმდება არსებით გამოსავალს კრიზისიდან, რაც მდგომარეობს ახალ არჩევნებში შემდეგ წელს, ეს ყველა საკითხი ძალიან აქტუალური იქნება და ამიტომ ჩვენ ამ საკითხებზე ახლავე ვმუშაობთ. ეს საკითხები ცალკე მოლაპარაკების საგანია“, - განაცხადა ბოკერიამ.

 

ცნობისთვის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორს მიმდინარე მოლაპარაკებების შეფასებისას განუცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებში დიდი აზრთა სხვადასხვაობაა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ