დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს 03.12.2020 16:30

ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 19 წლის თეკლა თორდიას და 24 წლის ნინო გულიკაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება კორონავირუსთან ბრძოლას ვერ ახერხებს. სამოქალაქო აქტივისტები ჯანდაცვის მინისტრ, ეკატრინე ტიკარაძესთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა დაცვის სამსახური მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

 

აქციის მონაწილეების განმარტებით, მათ მძიმე ეპიდვითარებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა სურთ. მათი თქმით, თუ ჯანდაცვის მინისტრს არ შეუძლია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანი ზომები მიიღოს, მაშინ თანამდებობა დატოვოს. ისინი უწყების შენობასთან კარვების გაშლას აანონსებენ.

 

„ჯანდაცვის მინისტრი აუცილებლად უნდა გადავაყენოთ, თორემ ხალხი იხოცება. სასწრაფოს უკვე ვერავინ მიჰყავს. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საწოლები აქვთ, მაგრამ ავადმყოფებს არ აწვენენ. ასეთი უამრავი ადამიანია. ეს ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, აქაც გავშლით კარვებს“,-განაცხადა აქტივისტმა, ნიკა ნარსიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ