არაფერი პრინციპული ცვლილება არ არის, ცხადია, ოპოზიცია არის ერთიანი, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხზე იმსჯლეს, მათ შორის იყო ცხარე კამათიც, თუმცა, საბოლოო ჯამში პოზიციები შეაჯერეს.
"პოზიციები შევაჯერეთ და ჩემი აზრით, მზად ვართ იმისთვის, რომ შევხვდეთ მოდერატორებს და დაველაპარაკოთ, ერთიანი პოზიციით.
მილიონ საკითხს განვიხილავთ, სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში სხვადასხვა პარტიას სხვადასხვა მოსაზრება აქვს. კი, ცხარე კამათიც გვქონდა, რა პრობლემაა, მთავარი არის ის, რომ ოპოზიცია ერთიანია, საბოლოო ჯამში შევაჯერეთ პოზიციები და ჩემი აზრით, მზად ვართ, რომ შევხდეთ მოდერატორებს“, – განუცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.