დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გეგმური სამუშაოების გამო, ხვალ, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 03.12.2020 17:37

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

 

როგორც „ჯორჯიან თაიმსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 დეკემბერს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ხეობა, დოლოშა, გურგალველი, წილკანი, საცხავატლო, ლამოვანი, მჭადიჯვარი და მიმდებარე სოფლებში. ასევე, 12:35-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტსა და მცხეთის რაიონის სოფლებში ნაფეტვრები, ლისი, მუხათწყარო და მიმდებარე სოფლებში.

 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ