ჩვენი ქვეყნისთვის ნატო-სთან თანამშრომლობა და გაწევრიანებისკენ სვლა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოსთან თანამშრომლობას, თუმცა ამ საკითხს სჭირდება ქმედითი რწმენის მქონე ხელისუფლების მოსვლა ქვეყნის სათავეში.
"ჩვენი პრობლემა არის ის, რომ არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ამ საკითხის ლობირების თანმიმდევრული პოლიტიკა ექნება თავისუფალ სამყაროში და ჩვენ გვაქვს სტაგნაცია გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე, წლებია ამ მიმართულებით არ გვაქვს სიახლე. ამას სჭირდება ქმედითი რწმენის მქონე ხელისუფლების მოსვლა, ანუ ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge