ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი აქციას მართავს. პარალელურად, კომისიაში არჩევნების შედეგების შემაჯამებელი სხდომა იმართება.
აქციის მონაწილეებმა ცესკო-ს თანამშრომლების ფოტოები ღობეზე გააკრეს.
მათი განცხადებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მთავარი გამყალბებელი ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge