დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ცესკომ პარლამენტში პარტიებზე გადანაწილებული მანდატების ოქმი დაამტკიცა 03.12.2020 18:21

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ მიიღო.

 

ცესკო- 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დღეს დაამტკიცა.

 

ცესკო- მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში მანდატების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

 

ევროპულ საქართველოს ექნება ხუთი მანდატი, ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ – 36 მანდატი; პატრიოტთა ალიანსს ოთხი მანდატი; ლეიბორისტულ პარტიას ერთი მანდატი; მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილს ორი მანდატი; გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელს ოთხი მანდატი; გირჩს“ – ოთხი მანდატი; ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს 90 მანდატი, აქედან 60 პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული; ლელოს ოთხი მანდატი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ