დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმუნური პასპორტების გაცემას ეწინააღმდეგება 03.12.2020 18:48

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება იმუნური პასპორტების გაცემას იმ ადამიანებზე, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19, განაცხადა ბრიფინგზე ჯანმოს უფროსმა ექსპერტმა კეტრინ სმოლვუდმა.

 

„ჯანმოს რეკომენდაციები არ შეცვლილა, ჩვენ არ გავცემთ იმუნური პასპორტების შემოღების რეკომენდაციას. ჩვენს ასევე არ ვიძლევით რეკომენდაციებს [აეროპორტებში] ტესტირებაზე საზღვარზე ვირუსის გადატანის აღმკვეთი ღონისძიების სახით. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ქვეყნები დააკვირდნენ ვირუსის გადაცემას როგორც საკუთარ ტერიტორიებზე, ისე საზღვარგარეთ, და აქედან გამომდინარე მიიღონ გადაწყვეტილებები მოგზაურობაზე“, — აღნიშნა მან.

 როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ COVID-19–ისგან განკურნებული ადამიანი განმეორებით არ დაინფიცირდება. ზოგი ქვეყანა კი უკვე განიხილავს იმ ადამიანებისთვის „იმუნური პასპორტების“ გაცემას, ვისაც დაავადების მიმართ ანტისხეულები აღმოაჩნდება. ამგვარი პასპორტი მფლობელს გადაადგილების უფლებას ანიჭებს.  

 

გარდა ამისა, ჯანმოში აცხადებენ, რომ ანტისხეულების გამოსავლენი ტესტები შემდგომ კვლევას მოითხოვს მათი სიზუსტის დასადგენად. არასაკმარისად ზუსტმა ტესტმა შეიძლება ადამიანი ჯანმრთელად მიიჩნიოს მაშინ, როცა ის რეალურად ინფიცირებულია, ან პირიქით.

 

ჯანმოში მიაჩნიათ, რომ ორივე შემთხვევაში შეცდომამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Reuters

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ