დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მიუხედავად, განახორციელა ყველა პროცედურა არჩევნების ჩასატარებლად 03.12.2020 18:52

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესპიკერის მოვალეობის შემსრულებლის ნათია იოსელიანის განცხადებითცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმების მიუხედავად, ცესკო- კანონმდებლობის სრული დაცვით განახორციელა ყველა ის საჭირო პროცედურა, რაც არჩევნების მთლიანი პროცესის წარმართვისთვის იყო აუცილებელი.

 

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, მასობრივად ვრცელდებოდა სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია დამოუკიდებელი ინსტიტუციის დისკრედიტაციის მიზნით, რაც მთლიანობაში საარჩევნო ადმინისტრაციის დამაზიანებელი კამპანიის ნაწილს წარმოადგენდა.

 

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის თითოეული ამომრჩეველი არის უმნიშვნელოვანესი, მათი აქტივობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არის უპირველესი და მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს, იმისათვის, რომ მოვიდნენ საარჩევნო უბანზე და მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, როგორც არჩევნების პირველ, ისე მეორე ტურზე.

 

საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე მადლობას უხდის საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა იმ მხარეს, რომლებიც პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულებას და ხელი შეუწყვეს კენჭისყრის დღის პროფესიულ გარემოში წარმართვას.

 

საარჩევნო ადმინისტრაციამ სხვადასხვა ასპექტებით გამოწვეულ დაძაბულ გარემოში, ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმების მიუხედავად, იმ პირობებში, როდესაც მასობრივად ვრცელდებოდა სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია დამოუკიდებელი ინსტიტუციის დისკრედიტაციის მიზნით და რაც მთლიანობაში წარმოადგენდა საარჩევნო ადმინისტრაციის დამაზიანებელი კამპანიის ნაწილს, კანონმდებლობის სრული დაცვით განახორციელა ყველა ის საჭირო პროცედურა, რაც არჩევნების მთლიანი პროცესის წარმართვისთვის იყო აუცილებელი. საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, კანონიერ ძალაში შესულია საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, რომელთა საფუძველზეც, 30-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ წევრებად არჩეული არიან №41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატები“,-განაცხადა იოსელიანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ