ქვეყანაში რეალური პოლიტიკის დეფიციტზე ისაუბრა რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში, მალხაზ გულაშვილის საავტორო გადაცემაში „რეალური პოლიტიკა“ რეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ. „რეალურ პოლიტიკას აქტორები სჭირდება. დღეს საქართველოში პოლიტიკოსობას ირქმევენ, რეალურად კი, ისინი არანაირი ნიშნით არ არიან გამორჩეულები“, - განაცხადა ხაინდრავამ.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმას, რო ინფექციონისტით დაწყებული, ვინც მოისურვებს პოლიტიკოსი ხდება. „ერთადერთი პოლიტიკა რასაც ისინი ახორციელებენ, რუსეთის პოლიტიკაა. ის რაც მთელი მსოფლიოსთვის ნათელია, ამ ადამიანებისათვის ბნელია“, - განაცხადა ხაინდრავამ და მაგალითისათვის ნატოს მინისტერიალი მოიყვანა. „მინისტერიალზე არ მიიწვევდნენ, ან თუ მიიწვევდნენ, მკაცრად გააკრიტიკებდნენ იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, სადაც არჩევნები მასობრივად გაყალბდა“, - განაცხადა ხაინდრავამ.
მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება პოლიტიკოსობენ ადამიანები, რომლის არც გამოცდილება და არც უნარი არ აქვთ ამის. „გუშინ რომ ჩაეწერნენ შემთხვევით „ლელოში“ და დღეს სიმაღლეებიდან გველაპარაკებიან, თითქოს იელი ჰქონდეთ დამთავრებული და წლები აქვთ გატარებული ინგლისში ლეიბორისტებისა და კონსერვატორების ჭიდილში“, - განაცხადა ხაინდრავამ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge