დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

Facebook-ის ადმინისტრაცია კორონავირუსის ვაქცინებზე დეზინფორმაციის შემცველ ჩანაწერებს წაშლის 03.12.2020 20:37

სოციალური ქსელი Facebook-ის ადმინისტრაცია კორონავირუსის ვაქცინებზე დეზინფორმაციის შემცველ ჩანაწერებს წაშლის. კომპანია გააკონტროლებს დეზინფორმაციის შემცველ ჩანაწერებს, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა გამოავლინეს და უარყვეს.

 

„ეს შეიძლება შეიცავდეს დეზინფორმაციას ვაქცინების უსაფრთხოების, ეფექტურობის ან გვერდითი მოვლენების შესახებ. მაგალითად, ჩვენ წავშლით დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ COVID-19-ის ვაქცინები მიკროჩიპს შეიცავენ“, - ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში. კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ კორონავირუსის ვაქცინების შესახებ შეთქმულების თეორიებს წაშლიან, მაგალითად, რომ მოსახლეობას ვაქცინის გაკეთებას ნების საწინააღმდეგოდ აიძულებენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ