დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ნებისმიერი ვარიაცია, რაც შედეგად არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას გულისხმობს, არის დაუშვებელი“ 03.12.2020 22:20

ნებისმიერი ვარიაცია, რაც შედეგად არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას გულისხმობს, არის დაუშვებელი - ეს უპირველეს ყოვლისა, ამომრჩევლისა და მის მიერ გაკეთებული არჩევანის უპატივცემულობა იქნება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მიხეილ სარჯველაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა. სარჯველაძე ირწმუნება, რომ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების არც საფუძველი არსებობს და ამის გაკეთების არც უფლება აქვთ.

 

“ეს (ვადამდელი არჩევნების ჩატარება) არ შეიძლება განსახილველი საკითხი იყოს. ამ შემთხვევაში ჩვენი არგუმენტი მყარია - არ შეიძლება ვაჭრობის საგანი იყოს არჩევანი, რომელიც გაკეთდა. მე რომ ოპოზიციის მხარეს წარმოვადგენდე, დავუშვებ, რომ არსებობს სხვა საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც არის სამუშაო“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მან აქვე დასძინა, რომ აქვს მოლოდინი იმისა, რომ ოპოზიციასთან რაღაც ფორმით შეთანხება შედგება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ