დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„სააკაშვილმა ზურაბიშვილის უთხრა, რომ მან დავით გარეჯის მიმდებარე საზღვრის საკითხი ალიევთან შეათანხმა“ - მალხაზ მიქელაძე პროკურატურაში დაიბარეს 03.12.2020 22:34

დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე დაიბარეს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს თავად მიქელაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, გენერალურ პროკურატურაში ხვალ დაიბარეს, თუმცა კონკრეტული დრო, რომელ საათზე უნდა გამოცხადდეს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი. ამასთან მიქელაძე აცხადებს, რომ როგორც მას განუმარტეს, მოწმის სახით არის დაბარებული. საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბრისას მან დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან გადაგვამისამართა. მედიაში კი, გავრცელდა მიქელაძის მიერ, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს პროკურატურისთვის მიცემული ჩვენება. დამატებით რატომ დაიბარეს პროკურატურაში მიქელაძე, უცნობია.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი და ამავდროულად სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე 2004-2005 წლებში კომისიის თავმჯდომარეც იყო.

 

ნაწყვეტი მიქელაძის ჩვენებიდან, სადაც იხსენებს სალომე ზურაბიშვილთან 2005 წელს გამართულ ერთ-ერთ შეხვედრას, რა დროსაც მინისტრმა მას პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ბაქოში, ილჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის შესახებ მოუყვა. "2005 წლის ზაფხულში, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოში ვიზიტით იმყოფებოდა და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც როგორც ვიცი სალომე ზურაბიშვილი არ ესწრებოდა. სააკაშვილმა ზურაბიშვილის უთხრა, რომ მან დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე საზღვრის საკითხი შეათანხმა, თუმცა რა პირობებით ჩემთვის უცნობია, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მისაღები პირობებით".

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ