დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„მისი უშნოდ ნათქვამი ხელზე დაიხვიეს და ასეთი გაშმაგებული ლანძღვა მეტისმეტია! შეეშალა კაცს, არ გამოუვიდა სათქმელი და ნუ აცვამთ ჯვარზე“ 03.12.2020 23:19


ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას დასაცავად პოსტს აქვეყნებს:


 

„იაგო ხვიჩიაზე და მის წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობაზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა. თუმცა იმით დავიწყებ, რომ ყველა პედოფილი მძულს მთელი არსით და მათთვის არანაირი სასჯელი არ მენანება და არ დამენანება! იაგომ რაც თქვა, აშკარად უშნოდ ნათქვამი იყო და მე როგორც აღვიქვი პედოფილიის გამართლება არ სურდა. არც მჯერა, რო სურდა. მისი უშნოდ ნათქვამი ხელზე დაიხვიეს და მისი ასეთი გაშმაგებული ლანძღვა არის მეტისმეტი! შეეშალა კაცს, არ გამოუვიდა სათქმელი და ნუ აცვამთ ეხლა ჯვარზე. ჩემი და გირჩის აზრები ძალიან ბევრ რამეში სასტიკად არ ემთხვევა ერთმანეთს და არც დაემთხვევა, მაგრამ ქართველ პოლიტიკოსებს შორის იშვიათად მინახავს იაგოსავით თავისი სიტყვის ასე ერთგული და წესიერი კაცი. ეს მინდოდა მეთქვა.“

 

 

შეგახსენებთ, რომ იაგო ხვიჩიამ, სოციალურ ქსელში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკრიტიკა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა-შენახვა-ფლობა-სარგებლობის მუხლით პირის დაკავების გამო, რასაც საზოგადოებისგან მისი კრიტიკა მოჰყვა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ