დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

დავით გარეჯის საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე პროკურატურაში დაიბარეს 04.12.2020 10:01

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი და ამავდროულად სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე 2004-2005 წლებში კომისიის თავმჯდომარეც იყო.

 

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის ცალკეულ მიწებთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. უწყებამ მალევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

 

პროკურატურამ საქმეზე არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი გამოკითხვა, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ