დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

იტალია რეგიონებს შორის მიმოსვლას კრძალავს 04.12.2020 10:15

იტალიის მთავრობამ შობის დღეებში რეგიონებს შორის მიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას 20 დეკემბრიდან 6 იანვრამდე პერიოდში საკუთარი საცხოვრებელი რეგიონების დატოვებას უკრძალავს. გამონაკლისი შეეხება მხოლოდ სამუშაო, სამედიცნო ან სხვა გადაუდებელი მიზეზის გამო მგზავრობას.

 

ახალ შეზღუდვასთან ერთად ძალაში უკვე დაწესებული ე.წ. „კომენდანტის საათი“ და სხვა შეზღუდვებიც დარჩება.

 

შეგახსენებთ, იტალიაში ხუთშაბათს კორონავირუსით 993 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის ვირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან. ამასთან, ქვეყანაში კოვიდ 19-ის კიდევ 23 255 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

იტალიაში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1.6 მილიონს აჭარბებს, ვირუსს კი დღემდე 58 038 ადამიანი ემსხვერპლა.

ავტორ(ებ)ი : euronews.com

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ