დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

საფრანგეთის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარებას მოუწოდებს 04.12.2020 10:19

საფრანგეთის ქვედა პალატამ 188-ხმით 3-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარებას მოუწოდებს. კენჭისყრაზე თავი შეიკავა 16-მა დეპუტატმა.

 

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, 25 ნოემბერს სენატმა უკვე დაამტკიცა. მის წინააღმდეგ გამოდის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ივ ლე დრიანი, რომლის განცხადებითაც, საფრანგეთის ხელისუფლების მიერ მთიანი ყარაბაღის აღიარება ავტომატურად გულისხმობს საფრანგეთის გარიცხვას ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში აქტიურად არის ჩართული.

ავტორ(ებ)ი : Reuters

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ