დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის დასრულება გადავადდა 04.12.2020 10:45

საქართველოს მთავრობამ საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის დასრულების გადავადების გადაწყვეტილება მიიღო.

საპილოტე პროექტი 10-მილიონიანი დაფინანსებით გურიაში მიმდინარეობს და მის ფარგლებში ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა ხდება. პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული ააიპ “ოუფენ ნეტია”, სახელმწიფოს დაკვეთით ქსელს “პარვუს ჯგუფი” აშენებს. კომპანიასთან ხელშეკრულება ტენდერის გარეშე გაფორმდა და მისი მოცულობა 10 მილიონი ლარია.

2020 წლის დასაწყისში მთავრობამ განსაზღვრა, რომ საპილოტე პროექტის მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდიდან ირკვევა, რომ “პარვუს ჯგუფს” ინტერნეტ ინფრასტრუქტურის ჩაბარების ვადა 2021 წლის 28 თებერვლამდე გადაეწია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ