დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

დღეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერების და ფასილიტატორი ელჩების შეხვედრა გაიმართება 04.12.2020 10:50

 

დღეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერების და ფასილიტატორ ელჩებ შეხვრა გაიმართება. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ისინი შეხვედრაზე ელჩებს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით მათ საერთო პოზიციას გააცნობენ, რომელზეც გუშინ  ლელო ოფისში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

 

ერთ-ერთი საკითხი, რასაც ოპოზიციონერები შეხვედრაზე დააყენებენ, იმ წინადადებების გასაჯაროებაა, რაც ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში განიხილება.

 

3 დეკემბერს, „ლელოს“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, „ ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ყველა წინადადება ხელახალი არჩევნების ქოლგის ქვეშაა მოქცეული. მისი თქმით, ოპოზიცია უკვე წავიდა კომპრომისზე, როცა დააყენა საკითხი, ვადამდელი არჩევნები ხელახალი არჩევნების ნაცვლად.  ბოკერიას განცხადებით, არჩევნების გარდა ოპოზიცია სხვა შეთავაზებას არ დათანხმდება.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ